ზუგდიდის და ფოთის ბაღის აღმზრდელებს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის მე-17-ე ბაღის აღმზრდელს და ფოთის მე-6-ე ბაღის აღმზრდელს, ასევე ხობის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლის 2 პედაგოგს და 1 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ დილით გახდა ცნობილი. აღნიშნული სასწავლო დაწესებულებები დროებით დაიხურა.
ცნობისთვის, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშებიდან 58-ზე დადებითი პასუხია.
აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 21 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 15-ზე კი მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა.
3 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, ორი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო ერთი კი ახალი შემთხვევაა.
4 შემთხვევა გვაქვს ფოთში, მათგან 1 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო სამზე კი მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს დადგენა.
5 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.
5 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, ხუთივე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.
თითო შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში და სენაკში, რომელიც უკვე დადასტრებული შემთხვევის კონტაქტები არიან.
1 ინფიცირებული გამოვლინდა საკარანრტინე სივრცეში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
2 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი უკვე დადასტურებულის კონტაქტები არიან.




