ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

- ზუგდიდის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს ვერ განახლდეს. ამის შესახებ STV NEWS-ს ინფორმაცია ზუგდიდის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა.
სასწავლო პროცესის გადადება კონკრეტულ საბავშვო ბაღში დაფიქსირებულ კორონავირუსის ერთ შემთხვევას უკავშირდება. დღეს საბავშვო ბაღის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. STV NEWS-ის ინფორმაციით მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და ღრმა ეპიდკვლევა.
ხათუნა თოლორაიას განცხადებით, ნომერ მეორე საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს ტეტირება ჩაუტარდება და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი აღნიშნულ საბავშვო ბაღში განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი. საბოლოო პასუხი ეპიდკვლევის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის N 2 საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაობები ჩატარდება, რატა დაცული იყოს აღსაზრდელებისა და ბაღის თანამშრომლების სრული უსაფრთხოება.




