უბედური შემთხვევა სოფელ ნაკრაში – გარდაიცვალა 42 წლის მამაკაცი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში 42 წლის მამაკაცს გორაკიდან ფეხი მოუცურდა და ადგილზე გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სანადიროდ მარტო იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 116 პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.




