სოფელ სალხიშონი 45 წლის მამაკაცი ქვის სამტეხლო დანადგარმა მოიყოლა და ადგილზე გარდაიცვალა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხიშონი 45 წლის მამაკაცი ქვის სამტეხლო დანადგარმა მოიყოლა და ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი დღეს მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსსკ 240 მუხლით, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





