მალხაზ ჯალაღონია: ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში შევძლებთ გამარჯვებას

- ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს არჩევნებში გამარჯვება და მომავალი კიდევ ერთხელ მოპარა.
„ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლების ხმებს. ძალიან მეეჭვება, რომ მე-2 ტურში ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას ისეთ პირობებში, იმ ცესკო-ს ხელში, რომელიც ახლა გვყავს და ისეთ პირობებში, რაც ახლა არის ქვეყანაში, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტსაბჭო მიიღებს. ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემს გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული”, – განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.
მსგავსი სიახლეები

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების მეორე დღე იქნება ძალიან წყნარი, ოღონდ აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ყველა დღეს, სანამ ომი არ დასრულდება, შეიძლება პირობითად „მეორე დღე“ უწოდო, იმიტომ, რომ იქნება ძალიან დაძაბული ველი

ბიძინა ივანიშვილი: მე უკვე დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რომ კიდევ ქვეყანას დავეხმარო


