„სად მივდივარ? – მიშას დასაბრუნებლად მივდივარ“- ენმ-ს სამეგრელოს აქტივი თბილისში აქციაზე გაემგზავრა

- „სად მივდივარ? – მიშას დასაბრუნებლად მივდივარ“ – „ენმ“-ს აქციას ზუგდიდიდან 1200-მდე მხარდამჭერი უერთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ბასილაიას განცხადებით, ზუგდიდიდან 1200-მდე, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ჯამში 8 ათასამდე მოქალაქე მიემგზავრება თბილისში, დღეს დაგეგმილ აქციაზე.
მისივე თქმით, აქციაზეც დაცული იქნება კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 29 ოქტომბერს თბილისში აქციას 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გამართავს.




