ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოში ცნობილია

- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამეგრელოში საბოლოო კანდიდატებზე ამ წუთებშიც მსჯელობს. STV NEWS-ის ინფორმაციით გადაწყვეტის ფაზაშია მხოლო ერთი, ზუგდიდის ოლქი, სადაც დიდი ალბათობით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვერა ქობალია იყრის კენჭს. ამის შესახებ STV NEWS-მა სარწმუნო წყაროსგან შეიტყო.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სატელევიზიო კომენტარებში ამბობს, რომ ვერა ქობალიას კანდიდატურა ნაკლებად, თუმცა ყოფილი გენ პროკურორი მურთაზ ზოდელავა ნამდვილად განიხილება.
“ვერა არის ჩემი მეგობარი და მივიჩნევ, რომ არის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია საქართველოში და არა მხოლოდ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ვისურვებდი, რომ ვერა რაღაც კონფიგურაციით ყოფილიყო პოლიტიკურ მოცემულობაში, მაგრამ ვერას კანდიდატურა დღეს ზუგდიდში არ იხილება. ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც განიხილება ძალიან აქტიურად არის მურთაზ ზოდელავას კანდიდატურა “, – განაცხადა დეკანოიძემ.
ფოთი-სენაკი-ხობში, სადაც გიგა ბოკერია იყრის კენჭს – ენმ,სავარაუდოდ, კობა ნაყოფიას კანდიდატურას წარადგენს.
ხოლო წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშაში – ზაზა გოროზიას კანდიდატურა განიხილება.
ცნობისთვის, ზაზა გოროზია 2011-2012 წლებში იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2012 წელს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი. კობა ნაყოფია 2016 წლიდან ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, პარლამენტის წევრია. ვერა ქობალია 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. იგი ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს.




