სენაკში, მოქალაქეთა დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა

- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, ქალაქის, ახალსოფლის, გეჯეთისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ,სადაც მერის წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის,გიორგი გახარიას გადაწყვეტილება – საქართველოში მცხოვრები ყველა არასრულწლოვანი ბავშვისთვის (0-დან 17 წლის ასაკის ჩათვლით), სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარების გაწევის თაობაზე – ინფორმაცია მიაწოდეს და შესაბამის ელექტრონულ პორტალზე დაარეგისტრირეს.
კამპანია გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, ადგილებზე, კომფორტულად შეძლონ აღნიშნული სერვისით სარგებლობა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე გამოიყო თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს მისვლას და რეგისტრაციის გავლას.
0- დან 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების მშობელს, ან მის კანონიერ წარმომადგენელს, სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარებას მერის წარმომადგენლები გაუწევენ.
დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხოლო ქალაქში მცხოვრებმა მოქალაქეებმა – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, შემდეგ მისამართზე: ქ. სენაკი, ჭავჭავაძის 103




