სამეგრელოში კორონავირუსის 63 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 36 -ზუგდიდში

- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 407 ნიმუშებიდან 63 -ზე დადებითი პასუხია. აქედან 36 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში.
7 შემთხვევა გვაქვს წალენჯიხაში, 6 შემთხვევა გვაქვს ფოთში, ასევე 5 შემთხვევა გვაქვს მესტიაში, 4 შემთხვევა გვაქვს სენაკში, 4 შემთხვევა გვაქვს ჩხოროწყუში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 127 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი ისინი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადოდნენ, მათგან 9 ზუგდიდელია და 1 ჩხოროწყუს მაცხოვრებელია.




