იდენტიფიცირებულ თავდამსხმელს ზუგდიდის ტყის მასივებში ეძებენ

- სამეგრელოს ტყის მასივებში ამ დრომდე ეძებენ თავდამსხმელს, რომელმას “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი გაიტაცა. STV NEWS-თან სანდო წყარო ყვება, რომ ბოროტმოქმედი ზუგდიდის ტერიტორიაზეა და თავს ტყის მასივს აფარებს.
წყაროს ტქმით, აბსოლიტურად ყველა ტყის მასივი მოწმდება და ამ პროცესში ჩართულიო როგორც კინოლოგები ასევე მიმდინარეობს ტერიტორიების დრონით დათვალიერება.
ამ დრომდე სავარაუდო თავდამსხმელის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ის უდანაშაულოა და თბილისში თავის საქმეებს აგვარებს, თუმცა თავად სავარაუდოდ იდენტიფიცირებული თავდამსხმელი ბადრი ესებუა ჯერ არსად გამოჩენილა.




