ჩიქოვანი: პოლიტიკოსები საკუთარი ქულების დაწერას ცდილობენ, რაც პოლიტიკური მოროდიორობის ტოლფასია

- “ჩვენ ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები საკუთარი ქულების დაწერას ამ ყველაფერზე, ამას არაფერი არ ქვია გარდა პოლიტიკური მოროდიორობისა”-ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი პოლიტიკოსების კომენტარებს ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე.
“მთავარი არის ის, რომ ყველა მძევალის სიცოცხლე იყოს დაცული და არანაირი საფრთხე არ მიადგეს მათ, მთავარი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ თითოეულნა ჩვენთაგანმა ნებისმიერმა წევრმა ჩვენი საზოგადოების მივცეთ საშუალება სამართალდამცავებს ჩაატარონ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ამ ვითარებაში. ისინი მოქმედებენ კონკრეტული გეგმის შესაბამისად და ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს იმის იმედი, რომ ეს ყველაფერი დასრულდება უმსხვერპლოდ და ყველანაირი პრობლემის გარეშე, მაგრამ აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ როდესაც აქ ჩვენ ვხედავთ იმას, როგორ ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსები საკუთარი ქულების დაწერას ამ ყველაფერზე, ამას არაფერი არ ქვია გარდა პოლიტიკური მოროდიორობისა, ამ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა”- აღნიშნა “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპოუტატობის კანდიდატმა.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ ეს არის ისეთი შემთხვევა ისეთი ვითარება როდესაც არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გამოიყენოს იმისათვის რომ საკუთარი პოლიტიკური ქულები დაიწეროს, ამას თუ ვინმე აკეთებს ეს არის ჩვეულებრივი მარადიორობა ამის ფაქტებიც ვნახე.გიგი უგულავას რა გაუკეთებია კრიზისულ ვითარებაში ცნობილია და გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ზუგდიდში გიგი უგულავა ნამდვილად არ დაგვჭირდება არიან სამართალდამცავები არიან პროფესიონალები თავიან საქმეს შეასრულებენ”-ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: ,,სირცხვილის კორიდორით“ პოლიტიკური ძალა და ადამიანთა ჯგუფი ცდილობს საკუთარი მოქალაქეები დაუპირისპიროს ერთმანეთს

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას


