ირაკლი ჩიქოვანი: პირდაპირ ეთერში დანაშაულის ჩამდენ ადამიანთან მოლაპარაკებები აბსოლიტურად მიუღებელია

ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე და მედიის როლზე კომენტარს აკეთებს მმართველი გუნდის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი. ჩიქოვანი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში დანასაულის ჩამდენ ადამიანთან მოლაპარაკებები მედიის მხრიდან მისთვის აბსოლიტურად მიუღებელია.
“ამ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ მედიის წარმომადგენლებსაც ვინაიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ, როგორ გადაიცემა პირდაპირ ეთერში, როგორ მიმდინარეობს ასე ვთქვათ პროცესი და ის, რომ პირდაპირ ეთერში ვხედავთ ჩვენ, რომ თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებენ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები დანაშაულის ჩამდენ ადამიანთან ეს არის აბსოლიტურად მიუღებელი და ამის შეფასება რა თქმა უნდა შემდგომი საკითხია ამაზე ეხლა დღეს არ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ გავუსმევ ხაზს მთავარი და უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ მივცეთ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალება ჩააატარონ მათვის დაკისრებული მოვალეობები და შესაბამისად ყველანაირი ღონისძიებები ჩაატარონ. მიმდინარეობს კონკრეტული ღონისძიებები როგორც ჩემთვის ცნობილია , დეტალებზე ჩემთვის ცნობილი არ არის სამართალ დამცავების სპეცოპერაციაა იმედს ვიტოვებთ რომ ყველაფერი დამთავრდება წარმატებით”-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი – ნაციონალური მოძრაობა გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე, მათ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები

ირაკლი კობახიძე: „ბი-ბი-სისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია


