ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღმა სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით განაახლა (ფოტორეპორტაჟი)

ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღში, სადაც სააღმზრდელო პროცესი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის გამო შეწყდა, სწავლა დღეს, 20 ოქტომბერს განახლდა.
თანამშრომლებს, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ დადასტურებულ შემთხვევასთან, PCR ტესტი ჩაუტარდათ COVID19-ის და ყველა პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება აღმზრდელის თანაშემწეს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა-გამოჯანმრთელდა და რჩება თვითიზოლაციაში.









