წალენჯიხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება

- წალენჯიხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება-ამის შესახებ STV.GE-ს წალენჯიხის ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ნატო კვარაცხელიამ განუცხადა.
მისი განცხადებით, ბაღებში უსაფრთხოების კუთხით ყველანაირი ზომა მიღებულია. სპეციალური სამსახურების მიერ, ბაღები სპეციალური ხსნარებით მუშავდება.სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა.
ნატო კვარაცხელიას განცხადებით, 19 საბავშვო ბაღში აქტიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ხვალ, 16 საბავშო ბაღთან ერთად პირველად ორი საბავშვო ბაღი იწყებს ფუნქციონირებას.




