ზუგდიდში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები აფასებენ როგორც უკიდურეასდ მძიმეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, ოპერაცია დასრულდა და პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.
“ოპერაცია დამთავრდა, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, კომატოზური. იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. დიაგნოზი:
პოლიტრავმა,ქალა-ტვინის ტრავმა,თავის ტვინის დაჟეჟილობა,ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული სისხლჩაქცევა, დისლოკაცია, ტვინის ტრავმული შეშუპება. გულმკერდის დახურული ტრავმა ,ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, დიაფრაგმის ტრავმული გაგლეჯვა,ფილტვების დაჟეჟილობა,პნევმოთორაქსი. მუცლის ღრუს დახურული ტრავმა,ელენთის გასკდომა. ტრავმულ- ჰემორაგიული შოკი, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ლაპარატომიის სპლენექტომიის, დიაფრაგმის გაკერვის,პლევრის ღრუს დრენირების და დეკომპრესიული კრანიოტომიის შ/ პერიოდი!”-ამბობს სულხან ორჟონია.




