ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან “ნაციონალები” იკრიბებიან

- ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ენმ-დან კობა კვარაცხელიას თქმით, დღეს ხდება 67 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი უბნების ხელმძღვანელი პირების და მდივნების არჩევა, რომლებიც წინასწარ არიან შერჩეულები და მმართველი პარტიის პოლიტიკურ დავალებებს შეასრულებენ.
ამასთან დაკავშირებით კვარაცხელიამ 67 საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება შეიტანა და რეაგირების მოლოდინშია. თავად, 67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა რომ ყველა პროცედურება, მათ შორის უბნების ხელმძღვანელი პირების არჩევა კანონის სრული დაცვით ხდება.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ერთი პირი დააკავეს


