ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ერთი პირი დააკავეს

ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კერძოდ, საოლქო კომისიის შენობის დერეფანში ირმა ღადუას, ენმს წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.ღადუას კომისიის სხვა წევრები გამოესარჩლნენ, რომლებსაც ოპოზიცია ასევე დაუპირისპირდა. უთხრეს, რომ ისინიც ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის დამცველები არიან, მიკერძოებული ადამიანები, რაც თავად ამ პირებმა უარყვეს.
ნანა გოგინავას, კომისიის წევრს უთხრეს, რომ ის „ოცნებას“ წარმოადგენს, რაც ასევე დავის საგანი გახდა. ოპოზიციის გაღიზიანება კიდევ ერთმა გარემოებამ გამოიწვია. ამბობენ, რომ შეგნებულად ჭიანურდება სხდომის დაწყება. მათი თქმით, სხდომა ჯერ კიდევ 10:00 საათისთვის იყო ჩანიშნული, თუმცა როცა ადგილზე მოვიდნნე, უთხრეს, რომ 10:30-ზე დაიწყებდნენ. შემდეგ კი დრო კიდევ ნახევარი საათით გადასწიეს.
ამასთან, საოლქო კომისიაში შემოვიდა მოქალაქე, რომელიც აცხადებდა, რომ კითხვები ჰქონდა გაერთიანებული ოპოზიციის წევრ ხატია დეკანოიძესთან.ოპოზიციის თქმით, ის პროვოკაციულად და აგრესიულად იქცეოდა.
პოლიციამ მოქალაქე, რომელმაც ჟურნალისტებთან ვინაობა არ გაამხილა, დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქე დაკავებულია ადმინისტრაციული სასამრთლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

ზუგდიდის 67 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან “ნაციონალები” იკრიბებიან


