“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზონდერებისთვის ზუგდიდში ბინები იქირავა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში ყველა რეგიონიდან საკუთარ მნხარდამჭერებს მოუყარა თავი. ისინი ძირითადად სასტუმროებში, კერძო სახლებსა და კორპუსებში ცხოვრობენ. მათი არჩევანია ძვირადღირებული აპარტამენტები და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები.
“ნაციონალების” მიერ დაქირავებული ბინების ფასი 700-დან 1000 დოლარამდე მერყეობს. STV-მ ერთი ქალბატონი ჩაწერა, რომელმაც ბინა მიაქირავა “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს თბილისიდან.
“ბინაში სამი მდგმური მყავს და ერთი თვით მივაქირავე 700 დოლარად. ბინები ზუგდიდში ზოგადად ძვირია, რადგან უფრო მეტად ვმუშაობთ უცხოელებზე. მაქვს სხვა, უფრო იაფიანი ბინაც, თუმცა ეს არჩიეს კომფორტიდან გამომდინარე”-აცხადებს ნანული კ.
გავრცელებული ინფორმაციით, კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებში უკვე დაბინავდნენ ზონდერები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში დესანტად ჩამოსხა. მათ აქვთ მიღებული შესაბამისი დავალებები, რომ საჭიროების შემთხვევაში შექმნან დესტაბილიზაცია და არეულობა, ჩაშალონ საარჩევნო პროცესი.




