“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბადურ რაფავას ქვეყანა დაატოვებინა

STV-ის ინფორმაციით პირი რომელმაც 2017 წელს გია დანელია ჩაწერა, ნაციონალურმა მოძრაობამ ქაოსის შესაქმნელად ქვეყანა დაატოვებინა. გავრცელებული ინფორმაციით პარტია ნაციონალური მოძრაობიდან სპეციალურად გამოიყო კონკრეტული თანხა ბადურ რაფავასთვის ბილეთის შესაძენად და ტრანსპორტირებაც თავად მოახდინეს.
სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე და ნამდვილად დატოვა თუ არა ქვეყანა ბაადურ რაფავამ, STV შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ „მოქალაქე ბადურ რაფავამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 17 მაისს 10:56 საათზე გადაკვეთა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მასზე სამართალდამცველები ახორციელებდნენ რაიმე სახის ზეწოლას არ შეესაბამება სიმართლეს“.




