მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის

- გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაშია, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას ეპარქიის პრესსამსახური აქვეყნებს.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მეუფე გერასიმე ტესტირებას ვირუსზე ხვალ გეგმავს.
“დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ. განვმარტავთ რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის. ვირუსი დაუდგინდა ტაძრის მესანთლეს რომელიც თბილისიდან დაბრუნდა ამ დღეებში. თავად მიტროპოლიტი გერასიმე ხვალ გეგმავს ტესტირებას ვირუსზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არს ღმერთი”,-ნათქვამია ექარქიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები

მეუფე გერასიმე: ცისარტყელას ფერებშიც განათდეს თბილისის ანძა, მაგრამ “მათ” ფერებში ჩემთვის არ არის მისაღები

მეუფე გრიგოლის განცხადებით, მეუფე პეტრემ რაც თქვა არ არის სიმართლე და ცდება


