მეუფე გერასიმე: ცისარტყელას ფერებშიც განათდეს თბილისის ანძა, მაგრამ “მათ” ფერებში ჩემთვის არ არის მისაღები

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, თბილისის ანძის ქართული სიმბოლიკით განათება კარგია არა მხოლოდ ხვალ, არამედ რაც შეილება ხშირად. მისივე თქმით, ცისარტყელის ფერებიც შეიძლება განათდეს მაგრამ მათ ფერებში მისთვის მიუღებელია.
,,ხვალ არის ოჯახის სიმტკიცის დღე, ყველას უნდა მივულოცო, დავლოცო ოჯახები, ხვალ გვექნება წირვა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ჯერჯერობით კარანტინის პერიოდში ვიმყოფებით ამიტომ მსვლელობა არ იქნება. კარგი იქნება ქართული სიმბოლიკით განათდეს ანძა, არამხოლოდ ხვალ არამედ რაც შეილება ხშირად. ცისარტყელის ფერებშიც, კი ბატონო განათდეს, მაგრამ მათ ფერებში ჩემთვის არ არის მისაღები,”- აღნიშნა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა.
მსგავსი სიახლეები

მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ არის

მეუფე გერასიმე: ასე მიდის ჩვენი ცხოვრება ბრძოლაში, წინააღმდეგობაში, მაგრამ დასასრული ყოველთვის არის სიკეთესთან დაკავშირებული


