მეუფე გერასიმე: ასე მიდის ჩვენი ცხოვრება ბრძოლაში, წინააღმდეგობაში, მაგრამ დასასრული ყოველთვის არის სიკეთესთან დაკავშირებული

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლოტმა მეუფე ფერასიმე შარაშერიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ზუგდიდის მშენებარე ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა გიორგის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ტაძარში მრევლის მცირე ნაწილი შეიკრიბა.
“ასე მიდის ჩვენი ცხოვრება ბრძოლაში, წინააღმდეგობაში, მაგრამ ამის დასასრული ყოველთვის არის სიკეთესთან დაკავშირებული,”- განაცხადა მეუფე გერასიმემ წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშერიძე ყველას ეკლესიის გაფრთხილებისკენ და ჭყონდიდის განყენებულ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ტყუილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მამა ანდრია სარიასა და მეუფე პეტრე ცაავას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხებოდა.
,,მოვუწოდებ ყველას ტყუილების თქმისგან თავის შეკავებას და ეკლესის გაფრთხილებას,”- აღნიშნა მეუფემ.




