საქველმოქმედო აქცია სენაკში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქტივობა განხორციელდა. თანადგომის აქციაში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი გიორგი აფაქიძე ჩაერთო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე 50 ბენეფიციარს სასურსათო ნობათები სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სენაკელმა ბიზნესმენმა გიორგი აფაქიძემ გადასცეს.
აღნიშნულ აქციას წინ უსწრებდა შემდეგი საქველმოქმედო ღონისძიებები: სოციალური აქტივობების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ ბენეფიციარებს – მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულ მარტოხელებს, შშმ პირებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სასურსათო პაკეტები შეუძინა და გადასცა.
ასევე, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის 200 ბენეფიციარს კვების პროდუქტები გატანით მიეწოდება. თანადგომის აქციებში კერძო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელებიც ჩაერთნენ. სოციალური აქტივობა თანმიმდევრულად გაგრძელდება.




