სენაკში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს

- სენაკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს.
სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ. მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება.




