წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია სასკოლო ტრანსპორტს ჩაუტარდა

- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების კუთხით კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია სასკოლო ტრანსპორტს ჩაუტარდა.
ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხდება. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება ასევე სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სპორტულ სკოლებს.
მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთობლივი მუშაობით, საჯარო სკოლებში ყოველდღიურად მიმდინარეობს ინსპექტირება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დასაცავად, სკოლებში მოწმდება დეზობარიერები ,სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბადეების მარაგი.




