ხანძარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ხანძარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. არსებული ინფორმაციით, საკალანდიოს უბანში ტყის მასივი იწვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია როგორც სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.




