საშობაო ალილო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით წალენჯიხაში საშობაო “ალილოს” მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული ,,ალილოს” მსვლელობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან ზუსტად 12 საათზე დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა,წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა, მრევლმა და სტიქაროსნებმა მიიღეს.
მსვლელობის მონაწილეებმა ალილოს სიმღერით ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.ასევე შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად შემოწირულობები შეაგროვეს.
,,ალილოს“ მსვლელობის შემდეგ კი,წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო თეატრის დარბაზში ჩატარდა შობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი.




