ზუგდიდში კიდევ 4 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

- ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყაროსა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება.
2013 წლიდან ზუგდიდში:
• სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში;
• აშენდა ქალაქის #2 და ახალკახათის საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე ანაკლიისა და ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა.




