სენაკში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 59 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

- სენაკში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 59 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორც დაწესებულების ხელმძღვანელი აცხადებს, ქალბატონს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრპბლემები ჰქონდა და მიიხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, “სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში” პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახმა უარი განაცხადა გვამის ექსპერტიზაზე და მომხდარის გამო ვინმეს მიმართ პრეტენზია პოლიციისთვის არ დაუფიქსირებია.




