ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები სრულდება

- გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ, ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
ქალაქის წყალარინების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია აგვისტოს დასაწყისში დასრულდა.
ამ ეტაპზე, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების 8 პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით – 357 მილიონამდე ლარი.




