სოფელ საჩინოში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

- წალენჯიხის მუნიცილაპიტეტის სოფელ საჩინოში მომხდარ უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ტრაქტორზე 6 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც თხილის შესაგროვებლად მიდიოდნენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტრაქტორი გადმობრუნდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.



