სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი ზუგდიდში

- ახალგაზრდობის სააგენტომ 14 აგვისტოს, ზუგდიდში, სამეგრელო ზემო სვანეთის ფორუმს გამართა. ხსენებული ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა. ფორუმებზე სააგენტომ ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერისია, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები რეკომენდაციების შესამუშავებლად თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილდნენ.
ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო “სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025”-ის შემუშავებისას გაითვალისიწნებს.
რეზო ჩარკვიანი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი: „ახალგაზრდობის სააგენტო, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სამწლიანი რეფორმის ფარგლებში საქართველოში ქმნის ახაგაზრდული სფეროს ეკოსისტემას. რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების მონაწილეობრივი პოლიტიკის დანერგვაა და ფორუმების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით უშუალოდ ჩაერთონ იმ სტრატეგიის განსაზღვრაში, რომელიც მათ კეთილდღეობას ეხება“
ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიების დამსწრეებს ახალგაზრდობის სააგენტოსა და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საბინე მახლიმ, ევროკავშირის პროექტის განათლება დასაქმებისთვის (skills4job) ჯგუფის ლიდერმა და უნარების განვითარების ექსპერტმა დევიდ ჰენდლიმ ვიდეო ფორმატით მიმართეს
„სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ი საქართველოს პარლამენტის მიერ, სააგენტოს ჩართულობით შემუშავებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ საფუძველზე იქმნება. დოკუმენტს, რომლიც ქვეყნის ახლაგაზრდულ სტრატეგიას მომავალი 5 წლის მანძილზე განსაზღვრავს, ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოში ევროკავშირის პროგრამის ,,Skills4jobs’’ საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით.
მსგავსი სიახლეები
ზუგდიდში, საქართველს ადვოკატთა ასოციაციის სამეგრელო ზემო- სვანეთის რეგიონალური ოფისი გაიხსნა

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა


