ზუგდიდის სკეიტ პარკში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა

- 29 ივლისს,18:00 საათზე, ზუგდიდის სკეიტ პარკში პროექტი ,,ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა.
პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. მოსაზრება, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები თავიანთი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ მეწარმეებს ეკუთვნით, რომლის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება.
ღონისძიებას როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან. მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ბექა თაგაური, ეკონომიკური პროგრამების ხელმძღვანელი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში





