ზუგდიდში, სკეიტ პარკში აგვისტოს ომის გმირების მემორიალი გაიხსნა

ზუგდიდში, სკეიტ პარკში აგვისტოს ომის გმირების მემორიალი გაიხსნა და მათ ხსოვნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სერგო გოროზიას დედა მზია გოროზია მიიჩნევს, რომ სკეიტ-პარკში დადგმული ომის გმირების მემორიალი მებრძოლების პატივისცემის ნაცვლად მათი შეურაცხყოფაა.
გოროზიასთვის კატეგორიულად მიუღებელია ბეტონის ქანდაკება და მემორიალის დეტალები.




