ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობას 1 აგვისტოდან გამოეთიშება

- სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, რომელიც მმართველმა გუნდა მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, დღეს ზუგდიდისი, ტექნოპარკში ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.
როგორც მოწერელიამ განაცხადა, გუბერნატორად მუშაობის პერიოდში ხაზგასმით გამოსაყოფი სამი პორექტი განახორციელა.
“პირველი ეს არის პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო სფეროს ეხება, მეორეა რეგიონის გაწევრიანება ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც არის პერიფერიული საზღვაო ორგანიზაციის გაერთიანება და მესამე თხილის კულტურაში მიღწეული წარმატება, რაც საშუალებას გვაძლევს რომ მივიღოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავალი,”-აღნიშნა მან.
კითხვაზე, რა დამსახურებისთვის წარგადგინა ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარ დეპუტატად, მოწერელიამ უპასუხა რომ ის ორი წელია რეგიონში მოღვაწეობს და გამოცდილება დაუგროვდა
“რაც ჩეეხება ჩემი მაჟორიტარ დეპუტატ კანდიდატად წარდგენას, მე ორი წელია რეგიონში ვმოღვაწეობ დამიგროვდა გამოცდილება ადგილობრივი როგორც პრობლემების შესწავლის, ისე იმ საკითხების გაცნობის, რასაც სჭირდება რეგიონალური მართველობის უფრო მეტი გაძლიერება და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება დამსახურებას ამას მოსახლეობა გადაწყვეტს როცა არჩევნები ჩატარდება,”-განაცხადა მან.
ალექსანდრე მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობას 1 აგვისტოდან გამოეთიშება.
მსგავსი სიახლეები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხვალ ანგარიშს წარადგენს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა


