სპეცოპერაცია ზუგდიდში – ზუგდიდის ბაზრიდან კონტრაბანდული სიგარეტები ამოიღეს

- ხმაური იყო ზუგდიდის ბაზარში. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მოვაჭრეების დახლებიდან უაქციზო, აფხაზური, კონტრაბანდული სიგარეტები ამოიღეს. ეჭვის საფუძველზე, მოვაჭრეების კუთვნილი დახლებიდან, პირადი ბარგის და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 7 600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
“შემოვიდნენ დაგვესხნენ თავს და დაგვიყარეს და წაგვართვეს მთელი საქონელი. რა ვქნათ, ჩვენ ამით ვშოულობთ ლუკმა პურს და რა გავაკეთოთ? ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ, ჩვენც ვართ ხალხი და გვინდა ჭამა, სმა”-აცხადებენ მოვაჭრეები.




