„გემუანი“ შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი და პარტნიორი ხდება

- სამეგრელოში, მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი და პარტნიორი ხდება. კომპანიის დამფუძნებლის, ნონა თორდიას განცხადებით, „გემუანმა“ დააკმაყოფილა მულტინაცოიონალური კომპანიის ყველა მოთხოვნა. მათ შორის, ხარისხის, IFS სერთიფიკატი, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესია კვების მრეწველობაში.
„გემუანი“ ბაზარზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. პირველი, რითეილისთვის, სადაც კომპანიის წარმოებული ხილის ჩიფსები იყიდება. საუბარია, ეკოლოგიურად სუფთა, დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტზე. თორდიას განცხადებით, „გემუანი“ თუ აქამდე ჩიფსებს მინის ქილის შეფუთვით ყიდიდა, 1 თვეში პროდუქტი სარეალიზაციო ქსელში სპეციალური პარკებით გაიყიდება.
მეორე მიმართულებაა ინდუსტრიული ინგრედიენტების მომზადება, რომლის მიწოდებაც, როგორც ნედლეულის, მწარმოებელ კომპანიებთან ხდება. „ვთანამშრომლობთ ჩაის კომპანიებთან, რომლებიც მოიხმარენ ჩვენს პროდუქტს როგორც დანამატს. ასეთია მაგალითად, ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანა“, ასევე ვთანამშრომლობთ შოკოლადის მწარმოებელ კომპანიებთან, HoReCa სექტორთანაც“, – აცხადებს თორდია.
ამ ეტაპზე„გემუანის“ პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე იგზავნება რუსეთში, ჩეხეთში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.
სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“ ISO 22000 სერთიფიკატის მფლობელია. კომპანია 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო.
მსგავსი სიახლეები

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს


