ოკუპანტების მიერ 7 ივნისს სოფელ მუჟავადან გატაცებული 3 ადამიანი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ 7 ივნისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტუს სოფელ მუჟავადან გატაცებული 3 ადამიანი თავისუფალია და ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოვლენ. ამის შესახებ ინფორმაციას სუსში ადასტურებენ.
ცნობისთვის, შემთხვევა 7 ივნისს მოხდა, მაშინ როდესაც ახალგაზრდები ჯართს აგროვებდნენ. დაკავებულები სოფელ ლიას მცხოვრებლები არიან.




