ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, ბიჭი დაიბადა

- ფოთში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილში, ბიჭი დაიბადა. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა. ეკიპაჟის წევრებმა ქალი კლინიკაში გადაყვანის დროს, მანქანაში ამშობიარეს.
„ბიჭი რამდენიმე წუთში დაიბადა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ბევრჯერ დაგვიბრუნებია სიცოცხლე, ბევრი პაციენტი გადაგვირჩენია, თუმცა როცა ახალი სიცოცხლე იბადება, თანაც შენი მონაწილეობით, ეს გრძნობა შეუდარებელია“, – ყვება ექიმი ქრისტინა დანელია.




