სენაკს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი შენობა შეემატება

სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მალე, ქალაქს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება.
ამ ეტაპზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 239 239 ლარს შეადგენს. #განახლებულიინფრასტრუქტურა




