სენაკში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა ოფიციალურად გაიხსნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
უახლოეს დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა ოფიციალურად გაიხსნება.
სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურში, ყველა პირობაა შექმნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისა და დასაქმებულთა სრულფასოვანი მუშაობისთვის.
ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.




