ზუგდიდში, ზურაბ ცხონდიას წიგნის „გრანელის სევდა და სხვა“ პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და ესეისტის ზურაბ ცხონდიას წიგნის „გრანელის სევდა და სხვა“ პრეზენტაცია შედგა.
წიგნი ესეისტური ხასიათის კრებულია. მასში შესულია ვრცელი ნარკვევი ტერენტი გრანელზე, გაცოცხლებულია ძველი ზუგდიდისა და ღირსეული ზუგდიდელების სურათები და სახეები.
ღონისძიებაზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ზურაბ ცხონდიას შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟია, მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




