სენაკის მერიაში ნორჩ ინტელექტუალთან შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, ინტელექტუალურ პაექრობაში გამარჯვებულ ამირან გოგიას სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ფუტკარაიასთან და ღონისძიების ორგანიზატორ, პედაგოგ გულნარა ბარკალაიასთან ერთად შეხვდნენ.
ამირანი 10 წლისაა. ის საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის სკოლის მეხუთე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ამიკო მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ყმაწვილია.
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, მეორე საჯარო სკოლაში გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში, ნორჩ ინტელექტუალთა გუნდის ,,ნოუ ჰაუ“ კაპიტანი ამირან გოგია ,,წლის ინტელექტუალი“ გახდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, მანვე მოიპოვა ტიტულები – ,,მაყურებლის სიმპათია“ და ,,ჟიურის რჩეული.”
მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ მოსწავლეს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.




