სენაკში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

- სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდება. დევნილთა დასახლებაში, აქტიურად მიმდინარეობს ეზოებისა და გზის ასფალტირების სამუშაოები. პროექტს, ღირებულებით – 144 910 ლარი, ს.ს. ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, სამხედრო დასახლება სრულად გაზიფიცირდა. ასევე, დასრულდა დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მდებარე საბავშვო ბაღ ,,ოცნების“ რეაბილიტაცია.
ახალი სასწავლო წლიდან, აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება. დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი საჭიროებები, ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ჩართულობით, ეტაპობრივად გადაიჭრება.




