სენაკში საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, აქტიურად გრძელდება საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
სახოკიას ქუჩაზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 42 379 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს შპს ,,აფო“ აწარმოებს.
ამ ეტაპზე ასევე იგეგმება 20-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.




