მესტიაში 13 წლის მოზარდს ეძებენ

- 18 ივლისს მესტიის რაიონ, სოფელ ლენჯერში, 11 საათზე სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა 13 წლის, ილია ფილფანი. ოჯახი და ახლობლები მას გუშინ შუადღის შემდეგ ეძებენ. მათი თქმით,ილია იყო ველოსიპეტით , ეხურა კეპი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. ბოლოს ის ნახეს სოფელ ლენჯერში.
როგორც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, ფილფანების ოჯახი მესტიაში მოსკოვიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა.მისივე თქმით,მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
ლენჯერში დაკარგულ მოზარდთან დაკავშირებით,შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით.




