ექსკლუზივი: ფოთში, მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვახო ჯაკობია დაკავებულია

- ფოთში მოკლული 45 წლის მამაკაცის მკვლელობის ისტორია STV-მ ექსკლუზიურად გაარკვია. მკვლელობიდან ორი დღით ადრე მოკლულმა ვაჟა ტყებუჩავამ და მამამისმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფოთელ ვახო ჯაკობიას, რომლის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მომხდარის შესახებ შეატყობინა ნათესავებს და სამეგობროს.
საქმის გარჩევა ნაბადის უბანში დაინიშნა, სადაც ჯაკობიამ ვაჟა ტყებუჩავას წინააღმდეგ გამოიყვანა სამეგობრო და ბიძა. საქმის გარჩევა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჯაკობიამ გამოიყვანა ნაბადის უბანში, მთელი სისასტიკით სცებეს ტყებუჩავა, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბს მოჰყვა სროლებიც.
ტყებუჩავა სასიკვდილოდ დაიჭრა და ნაგავსაყრელთან ამ მდგომარეობაში დატოვეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადან დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის გძაში გარდაიცვალა.
შსს-მ საქმეზე დააკავა 3 ადამიანი. მათ შორისაა სწორედ ვახო ჯაკობია და ვინმე ქანთარია. ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობის საქმეში ფიგირირებს ასევე სპორტსმენი მბექა თოფურია.




