ექსკლუზივი: ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

- ფოთში 40 წლამდე მამაკაცი ვ.ტ მოკლეს.არსებული ინფორმაციით ინციდენტს წინ ქურდული გარჩევები უძღოდა, რაც წარსულში არსებულ დავას უკავშირდებოდა.
STV-ს წყაროს ცნობით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ვ.ტ საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. შელაპარაკებას და დავას სროლები მოჰყვა, რომელიც სავარაუდოდ ფოთის გარეუბანში რამდენიმე წუთის მანძილზე მიმდინარეობდა.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.
,,პაციენტი 112-ი ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი,მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა,” – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
შსს ს ინფორმაციით გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაზ მკვლელობას გულისხმობს. ჯერჯერობით აღნიშნულ საქმეზე არავინაა დაკავებული. STV-ს ინფორმაციით, ქურდულ გარჩევაში მონაწილე პირები მიმალვაში არიან.



