იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

- იტალიის ქალაქ ბარში გარდაცვლილი ზუგდიდელი ემიგრანტის, ნინო ნარუშვილის ცხედარი საქართველოში დილის საათებში თურქეთიდან ჩამოასვენეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის შვილი, თათია გაბიჩვაძე წერს.
” წამოვიდა დედა შვილებთან ?გელოდებით ჩემო მომატრებულო დედიკო??.. “-წერს თათია გაბიჩვაძე.
ცნობისთვის, ქართველი ემიგრანტის ნინო ნარუშვილის ცხედარი, რომელიც იტალიიდან ზუგდიდში 27 ივნისს უნდა ჩამოესვენებინათ თვითვმრინავში არ აღმოჩნდა. გარდაცვლილის ნათესავები, რომლებიც ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდებოდნენ განაცხადეს, რომ საბუთები ცხედრის გადმოსვენებაზე აიღეს, თუმცა თავად ცხედარი თვითმფრინავში არ იყო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, იტალიიდან წამოსული ავიარეისი თურქეთში დაეშვა. თურქეთიდან სამშობლოში სხვა რეისით უნდა გადმოესვენებინათ ცხედარი, თუმცა საბუთები ჩადეს და თავად ცხედარი კი თურქეთში დარჩათ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ემიგრანტი ნინო ნარუშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ იტალიის ქალაქ ბარში 4 ივნისს გარდაიცვალა.




