ზუგდიდში, ქებურიასა და კარტოზიას ქუჩის მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს

- ზუგდიდში, ქებურიასა და კარტოზიას ქუჩის მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი თქმით წლებია გზის საფარი გაფუჭებულია, თუმცა მის რეაბილიტაციაზე არავინ ფიქრობს.
გზები გაზის, წყლისა საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის დროს სრულად დაინგრა. წვიმის დროს უზარმა, არი გუბეებია, სხვა დროს კი მოსახლეობას აუტანელი მტვერი ახრჩობს. მათი თქმით, თუ გზის რეაბილიტაცია არ მოხდება, ისინი აქციებს მერიის წინ გამართავენ.
ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია აცხადებს, რომ წლის ბოლომდე 60 მდე ქუჩის გზის რეაბილიტაცია მოხდება, მაგრამ ეს ორი ქუჩა მათ რიცხვში არ არის




